“When you
come out of the storm, you won’t be the
same person who walked in.
That’s
what this storm’s all about.”
შემოდგომის პირველი დღეა. ჯერ ფოთოლცვენა არ დაწყებულა.
ისევ ჩემს პატარა სამყოფელში გავიღვიძე. გავიზმორე, საწოლზე წამოვჯექი. გრძელი, ცეცხლით ნაკოცნი თმა, ავიკეცე და ჩვეული დაბნეულობით გავედი სამზარეულოში.
ნენი უკვე ფეხზე იყო. ღიღინებდა და ტკბილ-ტკბილ სუნებში ეხვეოდა.
საოცარი სანახავი იყო მუდამ. სამზარეულოშიც კი. თავისი ფაიფურის ნაზი, გრძელი თითებით ყველაფერს ისე ეხება, თითქოს ეფერება.
თმა ამდროს მუდამ სარჭით აქვს დამაგრებული. (სულ ვცდილობ ასე შევიკრა და მასავით არასდეს გამომდის)
ყოველთვის მიკვირდა, როგორ შეეძლო სულ ასეთი ლამაზი და მოხდენილი ყოფილიყო.
ორი წუთი გაშეშებული ვიდექი კარის ზღურბლთან და ვუყურებდი, თვალებიდან სიყვარულები მცვიოდა. ვერ შემამჩნია, მივედი და შველივით წვრილ წელზე ხელები შემოვჭიდე მძლავრად, ზურგზე მივეხუტე და თვალები დავხუჭე.
„-ადრე ამხგარხარ“ - ისეთი ხმით მითხრა ცას რომ ორად გაყოფს, მაგრამ სითბო მაინც ეპარება ხოლმე ხმაში, როგორც არ უნდა მიბრაზდებოდეს.
„-რას ფუსფუსებ ნენ?“ - ვცადე ყურადღება სხვა თემაზე გადამეტანა და დამევიწყებინა რატომ მიბრაზდებოდა.
-„კექსს ვაცხობ. “ - არ მნებდება. გამეღიმა.
„-ყავა გამიკეთე რა..“- ვთხოვე. შუბლზე ვაკოცე და მისაღებ ოთახში გამოვედი.
შაბიამნისფერ დივანზე მოკალათებულმა სიგარეტს მოვუკიდე. აბურდულ თმაში ხელს ვიცურებ და ვცდილობ გამოვფხიზლდე.
ოთახში
სიგარეტის კვამლით
შემოსილი სევდა
სუფევს. ძნელია
ბურუსში რამის
შემჩნევა.. სილუეტები
ნელ-ნელა ერწყმიან
ერთმანეთს. სულში
ქაოსი, სივრცეში
კი -სიცარიელეა. ჩვენ
მხოლოდ ადამიანების სხეულებს ვხედავთ..
არ შეგვიძლია
გავიგოთ რა
ტრიალებს მათ
შიგნით.. რისი
გადატანა მოუწიათ..
რამდენი ღიმილი,
ცრემლი, სიხარული,
დარდი და
ტკივილი განუცდიათ..
ჩვენ ვერ
ვხედავთ მათ
ისტორიას.. ამიტომ
ვიღებთ ისე,
თითქოს მათ
ცხოვრებაში ყველაფრი
რიგზეა.. ვფიქრობთ,
რომ მათი
პრობლემები ვერ
შეედრება ჩვენს
თავს დამტყდარ
ვერცერთ პრობლემას, რომ
მათ ისე
არ სტკივათ, როგორც
ჩვენ და
უფრო ზედაპირულად უყურებენ ყველაფერს.
(არ არსებულ
ცხოვრებას, უპერსპექტივო მომავლით.) არ
ვიცი, ალბათ
ამით თავს
ვიმხნევებთ და
ლიმონივით მჭავე
რეალობას თვალებში
ნაცარს ვაყრით, თუმცა
თუ ერთ
ნაბიჯს გადადგამ,
თუ შენს
ტკივილს, შენს
დარდს სულ
ცოტა ხნით
უკანა ფლანგზე
გადაწევ, მიხვდები
რომ ადამიანებს
ზუსტად ერთნაირად,
თანაბრად უწევთ
ყველა განსაცდელის ატანა.. მათთვის
განკუთვნილი ტკივილის
ფიალა თანაბარია
და არავის
ცხოვრებაში არც
ერთი წვეთით
მეტი და
არც ნაკლები
არ არის.
მაშასადამე ყველა
ერთნაირი სიმძლავრის
ზიანს განიცდის,
სხვადასხვა სახით.
ნენის ხმა ფიქრებიდან მრიყავს.
„-რას აპირებ?! ელი, არ გესმის? რას აპირებ-მეთქი?!“
„-ყველაფერი მოგვარდება ნენ, ნუ ნერვიულობ.“ ნაძალადევად გავუღიმე და ტანისამოსს დავუწყე ძებნა. კარადაში დედას ზღვისფერი კაბა შემხვდა. ცრემლები მახრჩობდა.
კაცმა, რომელიც მამაჩემია მაშინ მიგვატოვა, როცა გაიგო რომ დედა ჩემზე იყო ფეხმძიმედ. მეორე გოგოს გაჩენა ოჯახში შერცხვენად მიიღო და დედას მოსთხოვა აბორტი გაეკეთებინა. თავს იმით იმართლებდა, რომ მაიკოს (ასე ეძახდა თურმე) ჯანმრთელობის მდგომარეობა კიდევ ერთ მშობიარობას ვერ გაუძლებდა. დედამ უარი უთხრა. ის კი უკანასკნელი ლაჩარივით მოიქცა და წავიდა.
დედაჩემი ძლიერი ქალი იყო.
როდესაც ჩემი სამყაროში მოვლენის დღე დადგა სამშობიაროს ბლოკში მყოფს უთხრეს, რომ მდგომარეობა ძალიან მძიმე იყო. ან დედა უნდა გადარჩენილიყო, ან შვილი. გადაწყვეტილებაზე დიდხანს არ უფიქრია თურმე, 15 წლის ნენეს უხმო და უთხრა რომ არ ენერვიულა, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა. „ელის მიხედე, ეცადე არაფერი იტკინოს, მე ზეციდან გიყურებთ და ყოველთვის დაგეხმარები. შენ არ დამივიწყო“. გულში ჩაიკრა და ცრემლიანი თვალები დაუკოცნა.
ასე გავჩნდი მე. მამაჩემის წასვლაც და დედას სიკვდილიც ჩემი ბრალი იყო.
ამაზე ფიქრი არასოდეს მასვენებდა. სუნთქვას მიკრავდა.. მეც ვდგებოდი და სახლიდან მივრბოდი. ნენი ყოველთვის კართან იდგა და მიყურებდა.. იცოდა ძალიან მალე მოვიდოდი.
ვფიქრობდი და დედას თვალებისფერ კაბას ვეფერებოდი. ტანზე გადავიცვი და სარკესთან თმას ვიწნავდი ნენი რომ შემოვიდა.
-„როგორ გავხარ დედას..“ ხმაში ბზარი შეეპარა.
-„მარტო ვიზუალით.“ სარკიდან გავუღიმე და ნაწნავი შევიკარი.
სიგარეტის კოლოფი ჩანთაშ ჩავიდე და კარისკენ წავედი.
-„თბილად ჩაიცვი, არ გაცივდე.“ მომაძახა ნენემ.
ცალი ხელით რკინის კარი გავაღე, ცალით ჰაეროვანი კოცნა გავუგზავნე და ისევ გავიქეცი.
ქუჩებში უგზოუკლოდ დავიწყე ხეტიალი.
როცა შეგრძნებები ქრება, სამყარო თითქოს უკუღმა იწყებს ტრიალს. დასაწყისში მხსნელს ელოდები, გგონია რომ დროებითია შენი უგრძნობი მდგომარეობა. გაუცხოება ეტაპობრივად იწყება. ჯერ გარშემომყოფებთან შემდეგ კი საკუთარ თავთან. გრძნობ რომ უფროდაუფრო მეტად ეფლობი ჭაობში. საკუთარ თავში იკეტები.. ნიღბების მორგებას იწყებ. თამაშობ არ არსებული პიროვნების როლს. საკუთარ თავს კარგავ. ნელ-ნელა, წვეთ-წვეთად გამოდის შენგან ყველაფერი, რისი გაცემაც შეგეძლო, შენი გადარჩენის ერთადერთი გზა ილუზიებს მიჰყვება. საკუთარ თავს გისოსებში ამწყვდევ. არც წყალს აძლევ სუნთქვისთვის.. დაუფიქრებლად შლი მას. შენი სხეული რჩება. უყურებ სარკეს და ის ადამიანი, რომელიც სავარაუდოდ შენ უნდა ყოფილიყავი, არ არსებობს. ვერცხლიანი მინიდან ვიღაც გიყურებს. ის ვინც არცერთი პროცენტით არ გგავს . ეს დასაწყისია. ყველა გზა მოჭრილია და შენც იხრჩობი.
თავი უცნაურად ვიგრძენი. უამრავი ადამიანით გადაჭედილ
ადგილას აღმოვჩნდი. მეტროში ვიყავი, დაღლილი სხეული თავისით იკვლევდა სახლამდე გზას.
უცნაური ადგილია, ათას შეგრძნებას გიღვიძებს, თვითმკვლელობისკენ გიბიძგებს. ინტერესს
გიღვივებს. ჩემს წინ პატარა ბავშვი იდგა ზურგით, ბაბუასკენ აებყრო თავი და რაღაცას
სთხოვდა მთელი გული..
-“გთხოვ,
ერთხელ რა.. ამ ერთხელაც.” მუდარას თითქოს მთელი სული თან მოსდევდა.
ტაბლოზე
წითელი ციფრები 00:13. მატარებლის ხმა ისმოდა. გადახუნებული ყვითელი ფერი კი რელსებზე
გველივით მოსრიალებდა. ჰაერის ნაკადი და სპეციფიური სუნი ერთად ვიგრძენი.
მოხუცმა ხელში აიყვანა ბავში და ლიანდაგებისკენ
გადაწია.. სინათლის გველი ნელნელა მასზე ცოცვას იწებს.. გაოცებული ვიყურები და ვცდილობ
ნანახი გავიაზრო. ჰაერის ნაკადმა ფეხის თითებიდან დამიარა, მთელ ჩემ სხეულს მოედო,
ეცადა გამოვეფხიზლებინე. თავი მოვაბრუნე, სიჩქარისაგან ერთმანეთში გათხაპნილ ფერებში
ნათლად დავინახე ჩვილი ბავშვის სახე, პაწაწინა ხელები.. სუნთქვა შემეკრა. შავი სიბნელე
დააწვა გულს და სწრაფად ქვემოთ დაექაჩა. მუცელზე მაგრად მოვიჭირე ხელი. ცრემლები ძლივს
ჩავყლაპე. იქამდე ვერ ამვოვისუნთქე, ვიდრე მატარებელი არ გაჩერდა და ვაგონის კარი არ
გაიღო. იმ მოხუცი კაცისა და ბავშვის გვერდით მომიწია დაჯდომა. ვცდილობდი ჩემს თავს
დამტყდარი ქაოსიდან გამოსასვლელი გზა მეპოვნა, ამასობაში კი მათ მივშტერებოდი. მოვლილი,
თეთრი წვერიდან დანაღვლიანებული ღიმილის ნაპერწკალი გამოუკრთა და ხრინწიანი ხმით მითხრა:-“ჩემი
შვილიშვილი 8 წლისაა. ამ სინათლის გარდა ვერაფერს ხედავს.. “ ხმა ჩაუწყდა. სხვა ვეღარაფერი მითხრა. კადრები თვალებიდან არ ამომდიოდა. ვდილობდი
იმ ჩვილის სახე გამეხსენებინა, ერთიანად რომ შემიძრა მთელი სხეული. სათითაო ატომს შეეხო
და ქაოსი დამიტოვა.
ყოფილხარ ოდესმე ასე- აი როდესაც
რაღაც ისე ჩაგწყვეტს გულს რომ კანკალი გიტყდება და არ იცი როგორ გაჩერდე. მომენტი როცა
იწყება პარანოია.აკვიატებული უაზრო იდეების განუწყვეტლივ მტკიცება (ავადმყოფური მდგომარეობა),
რომელიც განაპირობებს შესაბამის მოქმედებებს.
ქრონიკულად მიმდინარე, ბოდვითი ფსიქოზი.
ქრონიკულად მიმდინარე, ბოდვითი ფსიქოზი.
სახლში მივედი, გული ისე მიფეთქავდა,
მეგონა მკერდს გადამიხსნიდა და უსიცოცხლოდ
დაეგდებოდა ძირს. მუსიკა ჩავრთე, ყავა გავიკეთე, დავჯექი და სიგარეტს მოვუკიდე. ვგრძნობდი,
რომ არ დამეწერა ემოციები დამახრჩობდა.
მაგიდასთან მივედი, ფურცელი და
კალამი ავიღე და წერა დავიწყე.
“მე ყოველ ღამით ვგლოვობ ჩემს მკვდარ შვილს, რომელსაც შენი თვალები უნდა ჰქონოდა.
მე ყოველ ღამით ვგლოვობ სხეულს, რომელიც ჩემს სხეულს მოვაშორე.
ყოველ ღამის თავთან მიდგას მისი სული და სუნთქვას მითვლის.
ქრისტესავით მაცვამს ჯვარს, აღარ მასუნთქებს.
მუცელზე ვიდებ ხელებს და პატიებას ვითხოვ.
ვთხოვ რომ შემიმდოს..
ვყვირი..
ვხავი რომ ვინმემ გაიგოს..
რომ შენამდე მოვიტანო ის სიცარიელე რომელსაცე ვგრძნობ.
ყოველ ღამე მაღვიძებს მისი შესაძლო ხმა და მთხოვს რომ ვუშველო.
საკუთარ სხეულს ვისახიჩრებ რომ ვიგრძნო, ის ტკივილი, რომელიც მას მივაყენე.
სთხოვეთ.. სთხოვეთ რომ მაპატიოს და გამიშვას..
სთხოვეთ ნუ მტანჯავს.
ნუღარ მოდის.. არ შემიძლია..
ვერ ვუძლებ მის ხმას, სუნთქვას..
ვერ ვუძლებ ტკივილს, მის შეხებას.
მის ნატვრას ჩემში.
სთხოვეთ შემინდოს.
მე არ ვიყავი მისი მხსნელი.
მისი მშობელი.
ჩემგან განდევნილს აღარ ვიცი რითი ვუშველო.
ჩემს თავს ვერ ვშველი.
მან შემინდოს რომ მივატოვე.”
სიგარეტი ისე ჩამეწვა ნაპასი არ დამირტყია.
კალამი დავაგდე.. ქურთუკი მოვისხი და ისევ გავიქეცი.
მე დავიფიცე, რომ ეს უკანასკნელი გაქცევა
იქნებოდა.

No comments:
Post a Comment